”ოცნების” ოფისში ივანიშვილი უმრავლესობას შეხვდა – სხდომაზე ძირითადად ”ძველები” იყვნენ

”ოცნების” ოფისში ივანიშვილი უმრავლესობას შეხვდა - სხდომაზე ძირითადად ”ძველები” იყვნენ„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა დასრულდა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ პოლიტიკაში დაბრუნებული ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.

როგორც “ქართული ოცნების” წევრები აცხადებენ, შეხვედრის მთავარი თემა ყრილობისთვის სამზადისი იყო, ასევე მათი თქმით საუბარი იყო პარტიის განვითარებაზე, სამომავლო გეგმებსა და გამოწვევებზე.

უმრავლესობის სხდომას, ივანიშვილის გარდა, გიორგი კვირიკაშვილი, ეკა ბესელია, დავით ჭიჭინაძე, შოთა ხაბარელი, ნუკრი ქანთარია და “ქართული ოცნების” სხვა წევრები ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, ხვალპარტია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომაა დაგეგმილი. პარტიის ყრილობა კი 11 მაისს გაიმართება.

ყრილობაზე პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილს აირჩევენ, ასევე, არჩეულ იქნება პარტიის ახალი პოლიტსაბჭო.

ნიუპოსტი