პოლიტსაბჭოს გადახალისება – „თუ პარტია ჩათვლის, რომ საჭირო არ ვარ, საწინააღმდეგო არაფერი მექნება“ – კილაძე

პოლიტსაბჭოს გადახალისება - „თუ პარტია ჩათვლის, რომ საჭირო არ ვარ, საწინააღმდეგო არაფერი მექნება“ - კილაძე„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრების რაოდენობა მცირდება – მმართველ გუნდში ჯერჯერობით დეტალებზე არ საუბრობენ, ამიტომ უცნობია ვინ წავა და ვინ დარჩება. სოფო კილაძის განცხადებით, პარტიაში ცვლილებები მმართველი გუნდის სასიკეთოდ ხდება:
„რაც შემეხება მე, კონკრეტულად, რა თქმა უნდა, როდესაც საჭირო არის და სადაც საჭირო არის იქ უნდა ვიყო და თუ ჩათვლის პარტია, რომ არ არის სოფო კილაძე საჭირო, რა თქმა უნდა, მე ამის საწინააღმდეგო არაფერი არ მექნება,“ – განაცხადა სოფო კილაძემ.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრი, მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, რომ პარტიის მენეჯმენტშიც იგეგმება ცვლილებები.

„გარკვეული გადახალისება, მათ შორის, პოლიტსაბჭოშიც იქნება. მენეჯმენტის თვალსაზრისით შეიძლება იყოს გარკვეული ცვლილებებიც, დელეგირების საკითხებზეც შეიძლება იყოს საუბარი და ბუნებრივია, ეს სამუშაო პროცესი საზოგადოებისთვის დეტალურად იქნება ცნობილი,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.