რა ხდება გიგი ადამაშვილსა და სოფო ნიჟარაძეს შორის – “ჩემი რჩეული ასაკით საკმაოდ უფროსია და ცნობილი სახეა”

რა ხდება გიგი ადამაშვილსა და სოფო ნიჟარაძეს შორის – “ჩემი რჩეული ასაკით საკმაოდ უფროსია და ცნობილი სახეა”მომღერალ გიგი ადამაშვილს უკვე აქვს პასუხი კითხვაზე, რა ხდება მის პირად ცხოვრებაში. ის შეყვარებულია, უფრო სწორად, გრძნობებში გარკვევას ცდილობს. ეს ურთიერთობა მას ძალიან ავსებს და შემოქმედებით იმპულსებს აძლევს. 19 წლის მომღერალმა თავის მსმენელს ამჯერად ქართული სიმღერა შესთავაზა და დადებითი შეფასებებიც მიიღო.

გიგი ფართო საზოგადოებამ ორი წლის წინ პროექტ “იქს ფაქტორიდან” გაიცნო. “ჩემი მუსიკალური სიყვარული” – მაშინ ასე შეაფასა მისი ნამღერი ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა, მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ. მიუხედავად იმისა, რომ გიგის პოპულარობა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს უკავშირდება, ქართული სიმღერის პრემიერა ტელეკომპანია “იმედში” ჰქონდა, თუ რატომ, ამაზე ქვემოთ.

– გიგი, უცხოური სიმღერების შემდეგ მსმენელს ქართული შესთავაზეთ. რატომ შეაჩერეთ არჩევანი ამ სიმღერაზე?

– უამრავი ვარიანტი მქონდა, მაგრამ ქართული ავირჩიე. მაყურებელმა უკვე კარგად იცის, როგორ ვმღერი უცხოურ სიმღერებს, ეს კი ჩემგან ახალი მესიჯი იქნებოდა.

“ქარი ქრის” ჩემი პირველი სიმღერაა, რომელიც კომპოზიტორმა დამიწერა. მუსიკაც და ტექსტიც ნატო ღოღობერიძისაა. დიდ მადლობას ვუხდი მომღერალ ანრი ჯოხაძეს არანჟირებისთვის. სამი ღამე ვიმუშავეთ და შედეგიც სახეზეა. ჩემს ახალ სიმღერას ათასობით ნახვა აქვს. ალბათ ამასაც დამსახურება უნდა.

რეიტინგზე დიდად არც მიფიქრია. ვიმღერე ის, რაც გულით მემღერებოდა. ყველაზე მეტად ხალხის შეფასება მახარებს. ამბობენ, რომ ჩემი მუსიკა ძალიან დახვეწილია.

– კოლეგებმა როგორ შეაფასეს თქვენი ახალი ნამუშევარი?

– მათგან ბევრი კომპლიმენტი მივიღე. მაგალითად, ნინო ქათამაძემ სოციალურ ქსელში საჯაროდ, კომენტარში დამიწერა – “მმმ ტკბილი”. მაშინვე მივწერე, მადლობა გადავუხადე. იმ საღამოს მუსიკასთან დაკავშირებით ბევრი ვისაუბრეთ. მის მიმართ პატივისცემას ვერ ვმალავ, ჩემთვის საქართველოში ნომერი პირველი მომღერალია.

უამრავი კომპეტენტური პირისგან მივიღე მილოცვა და კარგი შეფასება. ერთ-ერთი გახლდათ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია. მის შეფასებას არც ველოდი. გავიღვიძე და მისი შეტყობინება დამხვდა – “ახალი სიღერა ძალიან კარგი იყო!”. ასეთი სიტყვები ძალიან მაძლიერებს.

– თქვენი წარმატება ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს უკავშირდება, სიმღერის პრემიერა კი “იმედზე” იყო. ნიკა გვარამიას არ ეწყინა?

– ნიკას ამის პრობლემა არ აქვს და არც სწყენია. “იმედზე” რომ გამოვჩნდი, ესეც სიახლე იყო, რადგან ყოველთვის “რუსთავი 2”-ზე ვჩნდებოდი. არანჟირების ავტორი ანრი ჯოხაძე იყო, რომელიც გადაცემა “პრაიმ შოუს” ერთ-ერთი წამყვანია. მისგან მივიღე შემოთავაზება, რომ პრემიერაც მის გადაცემაში გამეკეთებინა. პოლიტიკაში საერთოდ არ ვერევი, თავისუფალი ადამიანი ვარ და ყველგან ვიქნები.

– მომღერალი სოფო ნიჟარაძე “იქს ფაქტორიდან” მოყოლებული თქვენი დიდი გულშემატკივარია. მან როგორ შეაფასა “ქარი ქრის?”

– სოფო სიმღერის პრემიერამდე მუდმივად ინტერესდებოდა, რას როგორ ვაკეთებდით. საბოლოო ჯამში, ძალიან მოეწონა.

– მას შემდეგ, რაც სოფომ თავისი მუსიკალური სიყვარული გიწოდათ, თქვენ გარშემო ჭორები არ წყდება, ლაპარაკობენ თქვენ შორის რომანზე. როცა ამის შესახებ გისვამენ კითხვებს, რას პასუხობთ?

კითხვის გაგრძელება