რობერტო მანჩინი იტალიის ნაკრების მწვრთნელი გახდა

რობერტო მანჩინი იტალიის ნაკრების მწვრთნელი გახდარობერტო მანჩინი მაისიდან ოფიციალურად იტალიის ნაკრების ახალი მწვრთნელი იქნება. ეს ინფორმაცია იტალიის საფეხბურთო ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა. მანჩინიმ ზენიტთან კონტრაქტი გაწყვიტა და მალე ის იტალიაში ჩაფრინდება, სადაც კონტრაქტს ხელს მოაწერს.

მანჩინის ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია და სავარაუდოდ ის რამდენიმე დღეში პრესკონფერენციას გამართავს, სადაც ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრებს. რობერტო მანჩინის თავის კარიერაში საკმაოდ ბევრი კლუბი ჰყავს გამოცვლილი და ის იტალიაში ძლიერ სპეციალისტად ითვლება.