რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე ფორდი ტოიოტას დაეჯახა

რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე ფორდი ტოიოტას დაეჯახაავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე, სასტუმრო ვეჯინთან.

ერთმანეთს ჯიპის ტიპის “ფორდის” მარკის და “ტოიოტას” მარკის ავტომობილები დაეჯახნენ. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, 1 პაციენტი კლინიკა რუსთავში, ხოლო 2 ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია, ავარიის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

ინფორუსთავი