რუსთავში პატრულმა “იქს ფაქტორი”-ს ჯგუფი 500 ლარით დააჯარიმა

რუსთავში პატრულმა "იქს ფაქტორი"-ს ჯგუფი 500 ლარით დააჯარიმარუსთავში სატელევიზიო შოუს, “იქს ფაქტორი”-ს გადაღებები მიმდინარეობდა. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე პროექტის ერთერთ მნიშვნელოვან მომენტს იღებდნენ. ჟიურის წევრების ავტომობილები უნდა გაჩერებულიყო იმ კონკურსანტებთან ვისი მენტორებიც იქნებიან მთელი პროექტის მანძილზე. რუსთავში გადაღებულ სცენებს მაყურებლები 22 მაისს ნახავენ.

შოუს ინტერესიდან გამომდინარე ჩვენ არ გაგიმხელთ ჟიურის რომელ წევრს რომელი კონკურსანტები შეხვდნენ, თუმცა გაგიმხელთ მცირე ინციდენტს რომელიც გადაღებების პარალელურად მოხდა. საპატრულო პოლიციამ “იქს ფაქტორი”-ს ჯგუფი დააჯარიმა.

“შენიღბული” სანომრე ნიშნით საავტომობილე გზაზე სიარულის გამო პატრულმა “იქს ფაქტორი”-ს ჯგუფი დააჯარიმა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ჟიურის ერთერთი წევრი რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში იმ ავტომობილით გადაადგილდებოდა, რომელსაც სახელმწიფო სანომრე ნიშანი “იქს ფაქტორი”-ს სტიკერით შენიღბული ჰქონდა.

პატრულმა მძღოლს 500 ლარიანი ჯარიმა გამოუწერა.

ინფორუსთავი