რუსთავში პოლიციას და სასწრაფოს თავს დაესხნენ

რუსთავში პოლიციას და სასწრაფოს თავს დაესხნენცოტა ხნის წინ რუსთავში მაიაკოვსკის ქუჩაზე ინციდენტი მოხდა. არსებული ინფორმაციით #16 სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცები ჩხუბობდნენ, რის გამოც ადგილზე პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები გამოიძახეს.

ადგილზე მისულ ექიმებს და პოლიციას არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პირებმა შეურაცხყოფა მიაყენეს. ერთმა პირმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილის საქარე მინა თავით ჩაამტვრია, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციელსაც, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით ერთერთი პირი რომელიც ჩხუბში იღებდა მონაწილეობას, პრობაციონერია.