სექსუალური შევიწროების საქმე – პოლიცია ზვიად დევდარიანს 3 საათის განმავლობაში კითხავდა

სექსუალური შევიწროების საქმე - პოლიცია ზვიად დევდარიანს 3 საათის განმავლობაში კითხავდათბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში არასამთავრობო ორგანიზაცია სიდა-ს ყოფილი ხელმძღვანელის ზვიად დევდარიანი დაკითხეს. მას კითხვებს სამი საათის განმავლობაში უსვამდნენ.

დევდარიანის თქმით, მზად არის, ყველა უწყებასთან ითანამშრომლოს.

„პრესკონფერენციაზეც განვაცხადეთ, რომ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, საგამოძიებო ორგანოებთან, სახალხო დამცველთან, რადგან მივიჩნევთ, რომ ერთადერთი გზა ჩვენი მხრიდან სამართლებრივი გზაა. ასე რომ, ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოვიყენებთ“,- განაცხადა ზვიად დევდარიანმა.

ზვიად დევდარიანის ადვოკატის, ნინო ბარეჩაშვილის თქმით, ზვიად დევდარიანს ჯერ ბრალი არ აქვს წარდგენილი და გამოძიების დასრულებამდე, მეტ კომენტარს ვერ გააკეთებენ.

„გამოძიებამ ჩვენ დაგვიბარა, გავეცით ყველა დასმულ შეკითხვას პასუხი, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, ჩვენი მხრიდან ვერანაირი კომენტარი ვერ გაკეთდება“, – განაცხადა ადვოკატმა.