სკანდალური დოკუმენტი – საქართველომ ირანს სავარაუდოდ 3000 ტონა ციანიდი მიჰყიდა

სკანდალური დოკუმენტი - საქართველომ ირანს სავარაუდოდ 3000 ტონა ციანიდი მიჰყიდასაქართველო შესაძლოა საერთაშორისო სკანდალში გაეხვეს. დიდ ბრიტანეთში მყოფი ქართველი, ყოფილი ჟურნალისტი მამუკა ბაკურია ამტკიცებს, რომ 2016 წელს საქართველოდან ირანში დიდი მოცულობით სახიფათო პროდუქტი, ნატრიუმის ციანიდი გაიტანეს და ეს სახიფათო ნივთიერება შპს რუსთავის აზოტმა გაყიდა.სკანდალური დოკუმენტი P.S.-მა მოიპოვა

ყოფილი ჟურნალისტი მამუკა ბაკურია ამბობს, რომ მას შესაბამისი დოკუმენტები კონფიდენციალურმა პირმა გადასცა.

სპარსულ-ინგლისური დოკუმენტი ქართულად ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებულია. სერტიფიკატში წერია, რომ 3000 ტონა ნატრიუმის ციანიდის საბოლოო მომხმარებელი ირანში არსებული თაჰერის ქიმიური კომპანია იქნებოდა. კომპანია პირობას დებს, რომ ნატრიუმის ციანიდს მხოლოდ კარგი მიზნებისთვის გამოიყენებს.

კიდევ ერთი დოკუმენტი შპს აზოტის მიმართვაა თავდაცვის სამინისტროსადმი. ვინაიდან ნატრიუმის ციანიდი კონტროლირებადი ნივთიერებაა, მის გასაყიდად თავდაცვის სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის ნებართვაა საჭირო. წერილში შპს აზოტი სამინისტროს 3000 ტონა ციანიდის ირანული კომპანიისთვის მიყიდვის ნებართვას სთხოვს. ამ უკანასკნელმა კი ნებართვა გასცა.

ნატრიუმის ციანიდი ორმაგი დანიშნულების პროდუქტია. ის გამოიყენება ოქროს წარმოებისას, მაგრამ ასევე შესაძლოა, გამოყენებულ იქნას ტოქსიკური ქიმიური აგენტის პრეკურსორად. ექსპერტების აზრით, ირანისთვის ნატრიუმის ციანიდის მიყიდვა სახიფათოა, რადგან ჩდება ეჭვი, რომ ის შესაძლოა ქიმიური იარაღისთვის იყოს გამოყენებული.

რუსთავი 2