სროლა თურქეთის უნივერსიტეტში – 4 ადამიანი დაიღუპა

სროლა თურქეთის უნივერსიტეტში - 4 ადამიანი დაიღუპათურქეთის ქალაქ ესკიშეჰირში მდებარე უნივერსიტეტში სროლა იყო. შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას BBC თურქულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ცეცხლი უნივერსიტეტის თანამშრომელმა გახსნა. დაღუპულებს შორის არის დეკანი, ფაკულტეტის მდივანი და ლექტორები.

კაცი, რომელიც ისროდა, პოლიციამ უკვე დააკავა.