ხანძარი სტამბოლის საავადმყოფოში – პაციენტების და პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა

ხანძარი სტამბოლის საავადმყოფოში - პაციენტების და პერსონალის ევაკუაცია განხორციელდასტამბოლის ბეიოღლუს რაიონში მდებარე მრავალსართულიან საავადმყოფოში ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ტელეკომპანია NTV იუწყება.

მედიის ინფორმაციით, ხანძარი სახურავზე გაჩნდა და ეტაპობრივად გავრცელდა სხვა სართულებზეც. შენობიდან პაციენტებისა და პერსონალის ევაკუაცია განხორცილედა.

ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ. ამის მიუხედავად, ხანძარი მაინც ვრცელდება. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ არსებობს.

ინტერპრესნიუსი