სუსი – საქართველოში უცხოელი სტუდენტები სოცქსელებში რადიკალურ მოწოდებებს ავრცელებდნენ

სუსი - საქართველოში უცხოელი სტუდენტები სოცქსელებში რადიკალურ მოწოდებებს ავრცელებდნენსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2017 წლის ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინა, რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზეა ყურადღება გამახვილებული. მათ შორის არის ქვეყანაში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა.

ანგარიშის თანახად, 2017 წელს სუსმა გამოავლინა საქართველოშ მცხოვრები უცხოელი სტუდენტების ჯგუფები, რომლებიც სოციალური ქსელების მეშვეობით აქტიურად ავრცელებდნენ რადიკალურ მოწოდებებს. ამის შესახებ სააგენტო “ინტერპრესნიუსი” წერს.

ანგარიშის მიხედვით, ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენენ ტერორისტული ორგანიზაციების შესაძლო მხარდამჭერი უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან. როგორც სუს-ი მიუთითებს, ძირითად შემთხვევაში, აღნიშნულ პირებს საქართველოსა და ქართულ საზოგადოებასთან, ისტორიული, ეთნიკური, რელიგიური და კულტურული კავშირები არ აქვთ, რაც ტერორისტულ ორგანიზაციებს ექსტრემისტულ საქმიანობაში მათ ჩართვას უადვილებს.

ამასთან, სუს-ის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტთა ჯგუფი, რომლებიც სოციალური ქსელების მეშვეობით აქტიურად ავრცელებდნენ რადიკალურ მოწოდებებს. აღნიშნულ პირთა ჯგუფის მიმართ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

ანგარიშის თანახმად, გლობალური ტენდენციის მსგავსად, საქართველოში ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერთა რაოდენობა და მათი გავლენები მნიშვნელოვნად შემცირდა.

იმედინიუსი