სუს-ის მაღალჩინოსანი რამაზ ეჯიბია მოხსნეს – რა კავშირი აქვს ამასთან ეკა ბესელიას?

სუს-ის მაღალჩინოსანი რამაზ ეჯიბია მოხსნეს - რა კავშირი აქვს ამასთან ეკა ბესელიას?სამეგრელო-ზემო სვანეთის ანტიკორუფციული სამსახურის უფროსი რამაზ ეჯიბია თანამდებობიდან მოხსნეს. ,,ნიუპოსტის“ ინფორმაციით, ეჯიბიას თანამდებობა სახელისუფლო ბიზნესინტერესებს შეეწირა, კერძოდ, საქმე ეხება თევზჭერასთან დაკავშირებული ლიცენზიების გაცემას.,,

რა კავშირი აქვს რამაზ ეჯიბიას თანამდებობიდან მოხსნასთან ეკა ბესელიას და ბუტა რობაქიძის საქმეს?კონფიდენციალური წყარო ჰყვება, რომ ეჯიბია პირადად ეკა ბესელიას მოთხოვნით გაათავისუფლეს, რადგან წყაროს ცნობით იკვეთებოდა ბესელიას ბიზნესინტერესები ფოთში, მისივე თქმით, ბესელია სამეგრელოში სპეციალურად ჩავიდა, სადაც მაღალი რანგის შეხვედრები გაიმართა და მოითხოვა, რომ დაეტოვებინა ეჯიბიას თანამდებობა, თუმცა პროკურატურის მოთხოვნა იყო, რომ ამ ეტაპზე მისი გათავისუფლება ვერ მოხდებოდა, რადგან ის იყო ერთერთი გახმაურებული საქმის მთავარი მოწმე.

„ნიუპოსტის“ ინფორმაციით ეს არის ბუტა რობაქიძის საქმე, რომლის ირგვლივაც ეჯიბიამ სკანდალური ჩვენება მისცა და თქვა, რომ დიდუბის პანთეონთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, მას იარაღების ჩადების ფაქტი არ უნახავს.

“ნიუპოსტი“ დეტალებისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ.