ტრამპი პუტინს დაემუქრა – “ქიმიური თავდასხმის უკან თუ რუსეთი დგას, მკაცრად დაისჯება”

ტრამპი პუტინს დაემუქრა - "ქიმიური თავდასხმის უკან თუ რუსეთი დგას, მკაცრად დაისჯება"აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 24-48 საათის განმავლობაში გადაწყვეტს, უპასუხებს თუ არა აშშ ძალისმიერად ასადის რეჟიმის მიერ ქალაქ დუმაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებას.

– ეს ბარბაროსული და საზარელი თავდასხმა იყო. ეს არ უნდა მომხდარიყო. ჩვენ გავარკვევთ ეს რუსეთია, სირია, ირანი თუ ყველა ერთად, – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპის თქმით, აშშ არ დატოვებს რეაგირების გარეშე ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს.

– ყველა გადაიხდის ფასს. ისინი ყველანი გადაიხდიან ფასს,- განაცხადა ტრამპმა.

ჟურნალისტების კითხვას, პასუხისმგებელია თუ არა ვლადიმერ პუტინი სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე, აშშ-ს პრეზიდენტმა უპასუხა: “შესაძლოა და თუ ეს დადასტურდება, პასუხი მკაცრი იქნება”.

8 აპრილს სირიის სახელისუფლო ძალებმა აღმოსავლეთ ღუტაში ტოქსიკური გაზი გამოიყენეს, რასაც ქალაქ დუმაში 70-მდე ადამიანი ემსხვერპლა. აშშ მომხდარზე პასუხისმგებლობას ასადის მოკავშირე რუსეთს აკისრებს, მოსკოვი კი აღმოსავლეთ ღუტაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს საერთოდ უარყოფს.