ქართველმა ჰოკეისტებმა ჰონგ-კონგს 11:1 მოუგეს

ქართველმა ჰოკეისტებმა ჰონგ-კონგს 11:1 მოუგესსაქართველოს ჰოკეისტთა ეროვნულმა ნაკრებმა, სამხრეთ აფრიკის დედაქალაქ კეიპტაუნში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დივიზიონის მესამე შეხვედრაში, ჰონგ-კონგის ნაკრები 11:1 გაანადგურა. ინფორმაციას „აიპრესი“ ავრცელებს.

მიმდინარე ჩემპიონატზე, ჰონგ-კონგელები აუტსაიდერები არიან, საქართველოს ნაკრებს კი ორიდან ორივე თამაში ჰქონდა მოგებული. როლანდ სვანიძის გუნდმა მესამე მოგების შემდეგ პირველ ადგილზე გადაინაცვლა და მეორე დივიზიონში დაწინაურების რეალურ შანსს ფლობს.

საქართველოს ნაკრებიდან ჰონგ კონგს 5 შაიბა ჟუჟუნაშვილმა გაუტანა, ობოლგოგიანმა – 4, შვეცოვმა და შალუნოვმა კი – თითო-თითო.

17 აპრილს საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთიც დაამარცხა.

იმედინიუსი