ქუთაისში პაციენტს 17 წლის წინ ცხვირში ჩარჩენილი მავთული ამოუღეს

ქუთაისში პაციენტს 17 წლის წინ ცხვირში ჩარჩენილი მავთული ამოუღესქუთაისში პაციენტს 17 წლის მანძილზე ცხვირში ჩარჩენილი რამდენიმე სანტიმეტრიანი მავთული ამოაცალეს.
პაციენტს სამედიცინო დახმარება ქუთაისის, დიმიტრი მხეიძის სახელობის ყელ-ყურ-ცხვირის კლინიკამ გაუწია.
კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტს წლების განმავლობაში, სუნთქვა უჭირდა.

– როგორც საბოლოოდ გაირკვა, ახალგაზრდა ქალში, სუნთქვის გაძნელებას 17 წლის მანძილზე ცხვირში ჩარჩენილი რამდენიმე სანტიმეტრიანი მავთული განაპირობებდა. ცხვირიდან მავთულის ამოღების შემდგომ პაციენტი თავს კარგად გრძნობს,- აცხადებენ კლინიკაში.

პირველი