ცნობილი ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი ლაშა შუშანაშვილი დააკავეს

ცნობილი ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი ლაშა შუშანაშვილი დააკავესქართველი, ფრანგი და ბერძენი სამართალდამცველების ორწლიანი, აქტიური საპოლიციო თანამშრომლობის შედეგად, ქართველი კანონიერი ქურდების გარდა, საფრანგეთსა და საბერძნეთში ერთდროულად ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სხვადასხვა სიმძიმის ასობით ქურდობის ფაქტზე, ქართული კრიმინალური დაჯგუფების სხვა წევრებიც დააკავეს.

„ევროპოლთან დაწყებული ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად, მიმდინარე წლის 16-17 აპრილს, საფრანგეთსა და საბერძნეთში წარმატებით ჩატარდა სპეცოპერაცია სახელად – „Caucase Normandie“. დაკავებულია ოთხი ქართველი ე.წ. „კანონიერი ქურდი“: საბერძნეთის ქალაქ სალონიკში – ე.წ. კანონიერი ქურდი, 1961 წელს დაბადებული ლაშა შუშანაშვილი, მეტსახელად „ლაშა რუსთავსკი“; საფრანგეთის ქალაქ მონტობანში – ე.წ. კანონიერი ქურდი, 1974 წელს დაბადებული ალექსანდრე კობალაძე, იგივე რამაზ ღუღუნიშვილი, მეტსახელად „სიუ“. საბერძნეთის ქალაქ ათენში – ე.წ. „კანონიერი ქურდები“: 1989 წელს დაბადებული ნოდარ შუკაკიძე, მეტსახელად „ნოდო გლდანსკი“ და 1962 წელს დაბადებული მერაბ ასანიძე, მეტსახელად „ჩიკორა“.

ქართველი, ფრანგი და ბერძენი სამართალდამცველების ორწლიანი, აქტიური საპოლიციო თანამშრომლობის შედეგად, ქართველი კანონიერი ქურდების გარდა, საფრანგეთსა და საბერძნეთში ერთდროულად ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სხვადასხვა სიმძიმის ასობით ქურდობის ფაქტზე, ქართული კრიმინალური დაჯგუფების სხვა წევრებიც დააკავეს“, – განაცხადეს ბრიფინგზე.