ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ გლდანში ტრანსპორტის მოძრაობა შეაფერხა

ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ გლდანში ტრანსპორტის მოძრაობა შეაფერხაცოტა ხნის წინ ძლიერი წვიმა და სეტყვა იყო დედაქალაქში, კონკრეტულად კი გლდანში. დაიტბორა მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორია, სადაც განთავსებულია სავაჭრო ობიექტები. ამ ობიექტებში შევარდა წყლის ძლიერი ნაკადი. მოვაჭრეების დასახმარებლად ადგილზე მაშველები მივიდნენ და წყალი ამოტუმბეს.

ხიზანიშვილის ქუჩაზე წყლის ძლიერი ნაკადის გამო ცოტა ხნით ტრანსპორტის მოძრაობაც შეფერხდა.

ძლიერი წვიმა და სეტყვა გლდანში დაახლოებით ნახევარი საათი გრძელდებოდა.