წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი არასრულწლოვნები რუსთავში ლომბარდს თავს დაესხნენ

წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი არასრულწლოვნები რუსთავში ლომბარდს თავს დაესხნენრუსთავში, არასრულწლოვნები ცივი იარაღით შეიარაღებული გვიან ღამით ერთ-ერთ ლომბარდს თავს დაესხნენ.ახალგაზრდები ლომბარდში ტელეფონის ჩასაბარებლად მივიდნენ, რაზეც ლომბარდის ოპერატორმა უარი უთხრა. „კურიერის“ ინფორმაციით, არასრულწლოვნები რამდენჯერმე ნასამართლევები არიან.

თავდაპირველად საქმე ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით აღიძრა, თუმცა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისა და თვითმხილველების დაკითხვის შემდეგ, მუხლი გადაკვალიფიცირდა და ამ დროისთვის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ხულიგნობას გულისხმობს. სამართალდამცველებმა ერთი პირი უკვე დააკავეს.

ნიუპოსტი