ხელისუფლების მიზანია ქვეყანას ჩამოაშოროს კრიტიკული აზრის უმსხვილესი გამავრცელებელი “რუსთავი 2” – ოპოზიციის ერთობლივი განცხადება

ხელისუფლების მიზანია ქვეყანას ჩამოაშოროს კრიტიკული აზრის უმსხვილესი გამავრცელებელი "რუსთავი 2" - ოპოზიციის ერთობლივი განცხადებაოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, “რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს ხელისუფლების მიმართვასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აცახდებენ, რომ ამ მოთხოვნით ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მისი რეალური მიზანია ქვეყანაში კრიტიკული აზრის გამავცელებელი უმსხვილესი ტელეკომპანია აღარ არსებობდეს. ამ განცხადებით ოპოზიცია ევროპულ სასამართლოს მიმართავს:

“როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობამ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა დროებითი ღონისძიების გაუქმების და დავის დამთავრებამდე არხის ქიბარ ხალვაშის კონტროლ ქვეშ გადაცემის მოთხოვნით.

გვინდა განვაცხადოთ, რომ ამ მოთხოვნით ხელისულფებამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მის რეალურ მიზანს – ქვეყანას ჩამოაშოროს კრიტიკული აზრის უმსხვილესი გამავრცელებელი. მნიშვნელოვანია, რომ გათვალისწინებულ იქნეს მოთხოვნის დროის კონტექსტიც – იგი ემთხვევა წინასაარჩევნო პერიოდს, როდესაც კიდევ უფრო მწვავეა კრიტიკული მედიის მნიშვნელობა და როლი დემოკრატიისთვის. აქვე, ხაზგასმით განვმარტავთ, რომ ქიბარ ხალვაში არ წარმოადგენს დამოუკიდებელ მოთამაშეს და უბრალოდ არხის საკუთრებისთვის მოდავე მხარეს. ის არის მთავრობის გავლენის აგენტი და ყველა მისი ქმედება, ისევე როგორც საქართველოს სასამართო ხელისუფლების საპასუხო მოქმედებები მის მოთხოვნებზე, ინიცირებულია და ორკესტრირებულია ხელისუფლების მიერ და მიზნად ისახავს “რუსთავი 2”-ის სამთავრობო გავლენის ქვეშ მოქცევას.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ქართული დემოკრატიისთვის კრიტიკულად აუცილებლად მიგვაჩნია დავის გადაწყვეტამდე დროებითი ღონისძიების შენარჩუნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანა დადგება სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კრიტიკული დისკურსის გაქრობის საფრთხის წინაშე. თუ დღეს საქართველოში ჯერ კიდევ შეინიშნება დემოკრატიის და სიტყვის თავისუფლების ნიშნები და არსებობს პლურალისტური მედია-პლატფორმა ოპოზიციური აზრის გასაჟღერებლად, ეს მხოლოდ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დამსახურებაა, რომელმაც შეაჩერა ხელისუფლების მიერ მართული სასამართლოს გადაწყვეტილება და ამით შეინარჩუნა “რუსთავი 2″, როგორც ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი და კრიტიკული მედია. იმედს ვიტოვებთ, ეს ღონისძიება დავის გადაწყვეტამდე ძალაში დარჩება,” – ნათქვამია ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

“ახალი საქართველო” – გიორგი ვაშაძე

ევროპელი დემოკრატები – პაატა დავითაია

ევროპული საქართველო – დავით ბაქრაძე

ეროვნულ დემოკრატიული პარტია – ბაჩუკი ქარდავა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ნიკა მელია

თავისუფალი დემოკრატები – შალვა შავგულიძე

ლეიბორისტული პარტია – შალვა ნათელაშვილი

“მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” – ნიკა მაჭუტაძე

პოლიტიკური მოძრაობა “თავისუფლება” – კონსტანტინე გამსახურდია

რესპუბლიკური პარტია – ხათუნა სამნიძე

“სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის” – ზურაბ ხარატიშვილი