ხვიჩა კვარაცხელია შესაძლოა მიუნხენის „ბაიერნის“ წევრი გახდეს – ვიდეო

ხვიჩა კვარაცხელია შესაძლოა მიუნხენის „ბაიერნის“ წევრი გახდეს - ვიდეო17 წლის ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია მიუნხენის “ბაიერნთან“ აწარმოებს მოლაპარაკებებს.

Adjarasport-ის ცნობით, ქართველი ფეხბურთელი მიუნხენში იმყოფებსა, სადაც “ბაიერნი“-“სევილიას“ ჩემპიონთა ლიგის მატჩზე (0:0) დაპატიჟეს.

ხვიჩა კვარაცხელია თბილისის „დინამოს“ ყოფილი თავდამსხმელის, ბადრი კვარაცხელიას ვაჟია, რომელიც ახლახანს „სამტრედიას“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

კვარაცხელიას შეძენით დონეცკის “შახტარიცაა” დაინტერესებული.