11 მაღაზიის გაქურდვა – ავსტრიაში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

 11 მაღაზიის გაქურდვა - ავსტრიაში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავესავსტრიის ქალაქ ლინცში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. მათ ავსტრიის სხვადასხვა ქალაქში 11 მაღაზიის გაქურდვა ედებათ ბრალად.ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულმა 26 და 27 წლის ახალგაზრდებმა საერთო ჯამში, 3000 ევროს ღირებულების საქონელი მოიპარეს,

დაკავებული პირები მართავდნენ ავტომობილს, რომელსაც ყალბი გერმანული სანომრე ნიშანი ჰქონდა, ერთ-ერთ მათგანს ფალსიფიცირებული მართვის მოწმობა ქონდა და ის ამჟამად საპატიმროში იმყოფება. ავსტრიამ მეორე დაკავებული პირის საქართველოში დეპორტაცია მოახდინა.