139-ე სკოლაში დირექტორ ნათია ფხალაძის გადადგომას ითხოვენ

139-ე სკოლაში დირექტორ ნათია ფხალაძის გადადგომას ითხოვენისანში მდებარე 139-ე სკოლის დირექტორს მშობლები და გათავისუფლებული პედაგოგები უპირისპირდებიან. ისინი სკოლასთან საპროტესტო აქციას მართავენ და დირექტორის გადადგომას მოითხოვენ. სკოლაში სასწავლო პროცესი არ ჩაშლილა, თუმცა მოსწავლეების გარკვეული ნაწილი გაკვეთილებს არ ესწრება.სკოლის დირექტორს, ნათია ფხალაძეს მშობლების პოლიტიკური ნიშნით გამორჩევაში, მასწავლებლების შეურაცხყოფასა და მოსწავლეებისთვის პრობლემების ხელოვნურად შექმნაში ადანაშაულებენ. აქციის მონაწილეები საკითხით დაინტერესებას სახალხო დამცველსაც სთხოვენ.

გათავისუფლებული პედაგოგების თქმით, სკოლის დირექტორმა მათი დისკრიმინაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც გადაცდომებში ამხილეს და ამის შესახებ განათლების სამინისტროსაც აცნობეს.

„ქალბატონი ნათიასგან რამდენიმე პედაგოგი გამოვირჩევით იმიტომ, რომ ჩვენ გვაქს განსხვავებული აზრი, ჩვენ ვამხილეთ ქალბატონი ნათია გარკვეულწილ გადაცდომებში.

7 თვეა, ეს საკითხი განათლების სამინისტროს განხილვაშია. ქალბატონ ნათიას დაუდასტურდა ყველა გადაცდომა, რაშიც ვამხილეთ და ამის გამო მან დაიწყო ჩვენი დისკრიმინაცია. მოვითხოვ, სახალხო დამცველი ჩაერთოს ამ საკითხში“- განაცხადა 139-ე სკოლის გათავისუფლებულმა პედაგოგმა, ლელა მაზმიშვილმა.

კიდევ ერთი პედაგოგი კი ამბობს, რომ მისი გათავისუფლება მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით მოხდა და პრობლემები ხელოვნურად შეუქმნეს.

„მე ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი, მქონდა რამდენიმე მეგობრული რჩევა, რომ არ უნდა მეაქტიურა, თორემ პრობლემები შემექმნებოდა“- განაცხადა ნინო ხოხობაშვილმა.

ნიუპოსტი