139-ე სკოლის დირექტორ ნათია ფხალაძის საქმეს განათლების სამინისტრო სწავლობს – სკოლაში აქცია განახლდა

პროტესტი 139-ე საჯარო სკოლაში გუშინ განახლდა. მოსწავლეებისა და პედაგოგების ნაწილი დირექტორის გადადგომას ითხოვს. ბავშვები ამტკიცებენ, რომ ნათია ფხალაძე მათ უფლებებს არღვევს და დაგვიანებულ მაღალკლასელებს გაკვეთილების ბოლომდე ბიბლიოთეკაში კეტავს. ბრალდებებს უარყოფს სკოლის ადმინისტრაცია.

მოსწავლეების მონაყოლს „პოსტ სკრიპტუმის“ ეთერში გასული აუდიოჩანაწერიც ადასტურებს. მას შემდეგ, რაც 139-ე საჯარო სკოლის დირექტორის სადამსჯელო ღონისძიების შესახებ გახდა ცნობილი, მოსწავლეები და პედაგოგები განათლების სამინისტროში დაიბარეს.

139-ე სკოლის მოსწავლის მშობელი თამარ მალანია ამტკიცებს, რომ მის შვილს სკოლის დირექტორმა იძულებით აღიარებინა, რომ ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, რაც ექსპერტიზით არ დადასტურდა.

იძულების მუხლით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სწორედ თამარ მალანიას მოთხოვნის საფუძველზე ჯერ კიდევ მარტში დაიწყო, თუმცა ამ დრომდე სკოლის დირექტორი სამართალდამცველებს არ დაუკითხავთ. განათლების სამინისტრომ კი 139-ე საჯაროს სკოლის დირექტორის საქმეზე მოკვლევა მხოლოდ გუშინ დაიწყო.

რუსთავი 2

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018