19 რუს ქალს ერაყში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

19 რუს ქალს ერაყში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯესერაყის სასამართლომ რუსეთის მოქალაქე 19 ქალს, ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირის გამო, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

რამდენიმე დღის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ანალოგიური ბრალდების გამო, ერაყის ციხეში რუსეთის მოქალაქე 50-დან 70-მდე ქალი იმყოფება. აქვე დაკავებულია ასამდე ბავშვიც, რომლებიც, სავარაუდოდ, მათი შვილები არიან.

ნიუპოსტი