28 წლის შვედი დიჯეი ავიჩი ომანში გარდაიცვალა – ვიდეო

შვედი დიჯეი და პროდიუსერი ტიმ ბერგლინგი, იგივი ავიჩი 28 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ავიჩი ომანის დედაქალაქ მასკატში დღეს ნახეს გარდაცვლილი.
დი-ჯეის გარდაცვალების მიზეზი უცნობია. მუსიკოსმა 2016 წელს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო კონცერტებზე გამოსვლა შეწყვიტა.

მომხდართან დაკავშირებით მწუხარებას ავიჩის კოლეგები გამოთქვამენ. პოპულარული დი-ჯეი კელვინ ჰარისი გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს და „ტვიტერზე“ წერს, რომ Avicii ძალიან ნიჭიერი ადამიანი იყო, რომელსაც კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეეძლო.

გრემის ორგზის ნომინანტ შვედ დი-ჯეის ორი სტუდიური ალბომი ჰქონდა გამოცემული: True (2013) და Stories (2015),  სახელი კი გაითქვა ჰიტებით: “Levels” და “Wake Me Up”.

დიჯეი ავიჩი, მსოფლიო ტურნეს დროს, ერთ ღამეში 250.000 აშშ დოლარს იღებდა.

რეგინფო, ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018