89 წლის მეეზოვე ნაგვის ბუნკერებში ნაპონ 30 ბავშვს ზრდის

დედამიწაზე, საბედნიეროდ, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც, ცხოვრებისეული სირთულეების მიუხედავად, სიკეთის კეთება შეუძლიათ.

89 წლის ჩინელი ქალი ლიუ სიაოინი ათეული წლებია, რაც მშობლიურ ქალაქში მეეზოვედ მუშაობს.
ამ ხნის განმავლობაში, ქალმა მშობლებისგან სასიკვდილოდ გამეტებული 30 ბავშვი გადაარჩინა და საკუთარი ლუკმა გაუნაწილა.
ნაგვის ბუნკერებში, ბუჩქებში და გზაზე ნაპოვნი ჩვილები ქალს სახლში მიჰყავდა და საკუთარი შვილივით ზრდიდა.
ნაბოლარა შვილი, რომელიც ახლა შვიდი წლისაა, ქალმა უზარმაზარი ნაგვის ბუნკერში იპოვა. ამ დროს 82 წლის იყო, მაგრამ სოლიდური ასაკისა და ფინანსური პრობლემების მიუხედავად, ბავშვის განსაცდელში მიტოვება არ უფიქრია და თავის პაწაწინა სახლში წაიყვანა.

ქალი იხსენებს, რომ პირველი შვილობილი 1972 წელს იპოვა. პირველს მეორე მოჰყვა, მესამე და საბოლოოდ, სიუ 30 ბავშვის დედა გახდა.
სიუს ყველა შვილი ერთნაირად უყვარს და ცდილობს მათგან კარგი ადამიანები აღზარდოს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018