9 წლის გოგონა 87 წლის ქალს ძალადობაში ადანაშაულებს

ბავშვები, რომლებიც რამდენიმე თვე მინდობით აღზრდაში იმყოფებოდნენ, აღმზრდელის დედას ადანაშაულებენ.

სავარაუდო მოძალადე, გოგონების მეურვის, სოციალური სააგენტოს თანამშრომლის დედაა. აღმზრდელ ოჯახში გატარებულ 3 თვეს ბავშვები დღემდე იხსენებენ.

ისინი ახლა სამეგრელოს ერთ-ერთი თავშესაფარში ცხოვრობენ. ხელმძღვანელობამ ბავშვებს „კურიერის“ გადამღებ ჯგუფთან საუბრის გაგრძელების საშუალება აღარ მისცა, თუმცა, გოგონებს ახალი თავშესაფარი მოსწონთ.

მათი დედა საზღვარგარეთ იმყოფება. მამას ფინანსური პრობლემების გამო შვილების შენახვა უჭირს, ბავშვების უფლებების დარღვევის გამო კი მათი ბიოლოგიური ბებია იბრძვის.

ქალი, რომელმაც გოგონებზე მეურვეობა აიღო, სოციალური სააგენტოს მოქმედი თანამშრომელია. მან ბავშვების აღზრდაზე პასუხისმგებლობა აიღო, მაგრამ ძირითად დროს სამსახურში ატარებდა და ბავშვებს მისი 87 წლის დედა უვლიდა. სწორედ მოხუცს ადანაშაულებენ მცირეწლოვნები ფიზიკურ ძალადობაში. გოგონას წერილიდან ირკვევა, რომ ფიზიკურად არაერთხელ გაუსწორდნენ, ასევე, აიძულებდნენ ბებიას ტელეფონზე უხეშად ან საერთოდ არ დალაპარაკებოდნენ.

სოციალური სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ პრობლემის შესახებ მათ ბავშვების ბებიამ მიმართა, მათ კი ფაქტები გადაამოწმეს და საგამოძიებო უწყებასაც მიმართეს.

ბავშვებზე სავარაუდო ძალადობის ფაქტზე ობიექტურ გამოძიებას ითხოვს გოგონების ბიოლოგიური ოჯახი. საჩივრით პროკურატურას უკვე მიმართა იურიდიული დახმარების ბიურომ.

რუსთავი 2

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018