93 წლის ქალი პარაზიტებმა ცოცხლად შეჭამეს – სტატია შეიცავს +18 კატეგორიის ფოტომასალას

93 წლის ქალი პარაზიტებმა ცოცხლად შეჭამეს - სტატია შეიცავს +18 კატეგორიის ფოტომასალას2015 წელს მოხუცთა თავშესაფარ Shepherds Hill Nursing Home-ში 93 წლის ყოფილი მსახიობი და მოდელი რებეკა ზენი გარდაიცვალა. მსახიობის სიცოცხლის ბოლო პერიოდი განსაკუთრებით მძიმე იყო, 2010 წელს ის თავშესაფარში პროგრესული დემენციის დიაგნოზით მოხვდა, თუმცა განსაკუთრებით საზარელი მისი სხვა დაავადება იყო, მას სხეულზე პარაზიტები გაუჩნდა, რომელმაც იგი პირდაპირი მნშვნელობით „შეჭამა“, თვეენის და შესაძლოა ერთი წლის განმავლობაშიც მის კანზე მილიონობით პარაზიტი ცხოვრობდა. თუმცა თავშესაფრის ადმინისტრაციამ მასზე არ იზრუნა.

რებეკა ზენის შესახებ სტატიას dailymail აქვეყნებს.

სასამართლოს პათოლოგანატომის , ექიმ კრის სპერის თქმით, რომელმაც მსახიობის სხეულს ექსპერტიზა ჩაუტარა, განაცხადა, რომ ეს ერთპერთი ყველაზე საშინელი რამ იყო, რაც მას პათოლოგანატომის კარიერაში შეხვედრია. მისი თქმით, მსახიობი მტანჯველი სიკვდილით გარდაიცვალა. ის ფიქრობს რომ მსახიობის სიკვდილს, გულგრილობით ჩადენილი მკვლელობის კვალიფიკაცია უნდა მიენიჭოს.

ზენი ოჯახი მოხუცთა სახლს სასამართლოში უჩივის. გავრცელებული ინფორმაციით მოხუცთა სახლში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ქონდა ჯანდაცვის სგეროს წარმომადგენელ ოფიციალურ პირებსაც, თუმცა დაწესებულება არ შეუმოწმებიათ.

რებეკა ზენი მეორე მსოფლიო ომის დროს მოდელად და მსახიობად მუშაობდა, ის იყო ჩიკაგოს ადგილობრივი ტელევიზიის წამყვანიც.

ნიუპოსტი