არმაზ ახვლედიანი – “ქართული ოცნება” უბრალოდ გაქრება”

არმაზ ახვლედიანი - "ქართული ოცნება" უბრალოდ გაქრება"მე ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ გაიზიარებს „მოქალაქეთა კავშირის“ ბედს, რომელიც უბრალოდ გაქრა, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ყოფილმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა განაცხადა.
როგორც ახვლედიანმა გადაცემაში საუბრისას აღნიშნა, მმართველი პარტია მთლიანად აცდენილია იმ რეალობას, რაც დღეს ქვეყანაშია.

ახვლედიანი მიიჩნევს, რომ მსგავსი მდგომარეობა ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს.
„მე ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ გაიზიარებს „მოქალაქეთა კავშირის“ ბედს, რომელიც უბრალოდ გაქრა. ეს მოხდა იმიტომ, რომ ბოლომდე ვიდრე არ დაენარცხა, ვერ გაიაზრეს მაშინ და დღესაც იგივე ხდება, რომ კატასტროფა კარს მოადგა და რომ საზოგადოება მთლიანად არის გაუცხოებული. რომ ვუსმენ „ოცნების“ დეპუტატებს და იმ თემებს, რაც მათთვის არის პრიორიტეტული, ვხვდები, რომ მთლიანად აცდენილი არიან რეალობას. ეს იმდენად სახიფათოა ქართული სახელმწიფოებრიობისთვის, რომ საზოგადოებამ უნდა შემოკრას განგაშის ზარი“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

ინტერპრესნიუსი