არსენ ვენგერი: ”ევროპის ლიგის მოგება შეგვიძლია”

არსენ ვენგერი: ”ევროპის ლიგის მოგება შეგვიძლია”არსენალის მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა განაცხადა რომ მისი გუნდისთვის ევროპის ლიგა მთავარი პრიორიტეტია და ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის რომ ეს ტურნირი მოიგონ:

”ჩვენ უკვე ნახევარფინალში ვართ და ეს იმას ნიშნავს რომ ამ ტურნირის მოგება შეგვიძლია, მაგრამ ატლეტიკო ძალიან ძლიერი მეტოქეა და მის წინააღმდეგ თამაში გაგვიჭირდება. თუ ამ ტურნირის მოგება გვინდა ყველა გუნდი უნდა დავამარცხოთ”–განაცხადა არსენ ვენგერმა.

არსენალის და ატლეტიკოს პირველი შეხვედრა ლონდონში, 26 აპრილს გაიმართება.