“აუდიტორია 115”-ის 5 აქტივისტი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

"აუდიტორია 115"-ის 5 აქტივისტი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლესგუშინ, პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე დაკავებული “აუდიტორია 115”-ის 5 აქტივისტი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. საქმის განხილვა 20 აპრილს გაგრძელდება.მოსამართლემ სამართალდამცველებს ვიდეომტკიცებულებების წარდგენა დაავალა, რომელიც “აუდიტორია 115”-ის აქტივისტების მხრიდან ხულიგნობას და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას დაადასტურებს.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ტყიბულში მომხდარ ტრაგედიას და ხელისუფლების უმოქმედობას აპროტესტებდნენ და ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის გადადგომას მოითხოვდნენ.

ნიუპოსტი