“აუდიტორია 115-ის” აქციაზე დაკავებული აქტივისტების საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

"აუდიტორია 115-ის" აქციაზე დაკავებული აქტივისტების საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს“აუდიტორია 115-ის” 6 აპრილს გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტების საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. 5 ადამიანი საპატრულო პოლიციამ თბილისში პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციის დროს დააკავა.

აქტივისტებმა მსვლელობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან დაიწყეს და საბოლოოდ პარლამენტის წინ შეიკრიბნენ, სადაც მოძრაობის გადაკეტვა სცადეს. აქტივისტების დაკავება პატრულისადმი დაუმორჩილებლობას მოჰყვა.

აუდიტორია 115-ის წევრები ტყიბულში, მინდელის შახტში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულების ოჯახებს სოლიდარობას უცხადებდნენ, ხელისუფლების უმოქმედობას აპროტესტებდნენ და ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის გადადგომას მოითხოვდნენ.