ბარბარა ბუში გარდაიცვალა

ბარბარა ბუში გარდაიცვალაამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პირველი ლედი ბარბარა ბუში გარდაიცვალა. ის 92 წლის იყო.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ 92 წლის ბარბარა ბუში ექიმებთან ვიზიტზე უარს ამბობდა. ბარბარა ბუშმა საავადმყოფოში რამდენჯერმე მოხვედრის შემდეგ, გადაწყვიტა, რომ დამატებითი სამედიცინო გამოკვლევები და დახმარება აღარ სჭირდებოდა და ერჩივნა, დრო სახლში, ოჯახურ გარემოში გაეტარებინა.

ბარბარა ბუში გარდაიცვალაბარბარა ბუშს ფილტვების ქრონიკული დაავადება სჭირდა. ის აშშ-ის 41-ე პრეზიდენტის მეუღლე და 43-ე პრეზიდენტის დედა იყო.

ჯორჯ და ბარბარა ბუშები 73 წლის განმავლობაში იყვნენ დაოჯახებულები.

იმედინიუსი