ბათუმის 6 მაისის პარკში 55 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს

ბათუმში, 6 მაისის პარკში, 50 წლამდე ქალი გარდაცვლილი იპოვეს. ექიმის ინფორმაციით, ქალს თავის არეში ჭრილობა აღენიშნება. ქალის ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.

სასწრაფოში აცხადებენ, რომ მათ ბრიგადას ქალი გარდაცვლილი დახვდა და არ შეუძლიათ იმის თქმა, ჭრილობა დაცემამ გამოიწვია თუ ძალადობას ჰქონდა ადგილი.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ქალს ჭრილობა არც ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული და არც ცივი იარაღით. უწყების ინფორმაციით, დაზიანება, სავარაუდოდ, დაცემამ გამოიწვია.

შს სამინისტროს პრესცენტრში აცხადებენ, რომ ქალის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

პარკში ნაპოვნი გარდაცვლილი ქალი 55 წლის იყო.

გაზიარება:

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018