ჩინური კოსმოსური სადგური “ტიანუნგ 1” ატმოსფეროში შემოსვლისას თითქმის სრულად დაიწვა – ნარჩენები წყნარ ოკეანეში ჩაცვივდა

ჩინური კოსმოსური სადგური "ტიანუნგ 1" ატმოსფეროში შემოსვლისას თითქმის სრულად დაიწვა - ნარჩენები წყნარ ოკეანეში ჩაცვივდაამერიკული და ჩინური ანგარიშების მიხედვით, ჩინური კოსმოსური სადგური „ტიანუნგ-1“ დედამიწის ატმოსფეროში შემოსვლისას თითქმის სრულად დაიშალა და დაიწვა.

როგორც BBC წერს, კოსმოსური ლაბორატორიის ნაწილები, რომელიც თავდაპირველად რვა ტონას იწონიდა, წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში ჩაცვივდა.

დედამიწის ატმოსფეროში „ტიანუნგ-1“ გამთენიისას შემოვიდა, სადაც მისი უმეტესი ნაწილი განადგურდა და დედამიწამდე ვერ მოაღწია.

„ტიანუნგ-1“ 2011 წელს გაეშვა და ორბიტაზე ექსპერიმენტებს ემსახურებოდა. ჩინეთის მიზანი 2022 წლისთვის ადამიანის მიერ მართვადი კოსმოსური სადგურის აშენება იყო. 2016 წლამდე ხომალდმა სამ მისიას უმასპინძლა. 2016 წელს კი ჩინეთის კოსმოსურმა სააგენტომ „ტიანუნგ-ერთზე“ კონტროლი დაკარგა. მას შემდეგ მეცნიერები ხომალდის ჩამოვარდნის თარიღისა და ადგილის გამოთვლაზე მუშაობდნენ.

პირველი არხი