ჩხუბი 207-ე სკოლაში – დაშავებული მე-11 კლასელი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ჩხუბი 207-ე სკოლაში - დაშავებული მე-11 კლასელი საავადმყოფოში გადაიყვანესთბილისში, სანზონაში რაიონში მდებარე 207-ე საჯარო სკოლაში მეთერთმეტე კლასელებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, ერთი მოსწავლე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

მოზარდებმა კამათი დავალების გადაწერის გამო დაიწყეს, რომელიც მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
თვითმხილველთა განცხადებით, მოზარდები არ დაემორჩილნენ მანდატურთა გაფრთხილებას, რის გამოც ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოცხადდა. მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას მცირეოდენი დაზიანებები სახის მიდამოებში აღენიშნება.

მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

იმედინიუსი