საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, დონალდ ტრამპმა, ტერეზა მეიმ და ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბარში სირიის ქიმიურ ობიექტებზე განხორციელებული შეტევის შესახებ ისაუბრეს.
“იგი (ტრამპი. რედ.) მიესალმა საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის არმიების ქვედანაყოფების შესანიშნავ შეთანხმებულ მოქმედებას სირიის რეჟიმის ქიმიური პოტენციალის წინააღმდეგ განხორციელებული ოპერაციის დროს. ამოცანები, რომლებიც დავსახეთ – მიღწეულია,” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ნიუპოსტი