დავით ჭიჭინაძე – “მამუკა მდინარაძეს არ აქვს მორალური უფლება, იყოს “ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარე”

დავით ჭიჭინაძე - "მამუკა მდინარაძეს არ აქვს მორალური უფლება, იყოს "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარე"მმართველ გუნდში არსებული დაპირისპირების შესახებ კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს “ქართული ოცნების” წევრი.

დეპუტატი დავით ჭიჭინაძე.დეპუტატი მამუკა მდინარაძის გარემოცვის წევრებსა და ეკა ბესელიას შორის არსებულ უთანხმოებაზე საუბრობს, რის გამო დეპუტატების ნაწილის მიმართ არაფორმალური სანქციები მოქმედებდა.

ჭიჭინაძის ინფორმაციით, სანქციები იმ დეპუტატების მიმართ დაწესდა, რომლებმაც იურიდიული კომიტეტის ბოლო სხდომაზე ეკა ბესელიას დემარში მოუწყვეს და პროტესტის ნიშნად დატოვეს.

– ფრაქციის თავმჯდომარე თუ არ ეთანხმება პარტიის თავმჯდომარეს, მას მე მგონი მორალური უფლებაც ნაკლებად აქვს იყოს იმ ფრაქციის თავმჯდომარე, რომელსაც ჰქვია „ქართული ოცნება“ მამუკა მდინარაძეს ძალიან ცუდი წარმოდგენა ჰქონია პარლამენტარიზმზე ზოგადად. ის გარემოცვა, რომელიც მას აკრავს და ეკა ბესელიას ვინც მოუწყო დემარში, ისინი პორტირებული დეპუტატები არიან და იქ იყო სანქციები. ოღონდ ოფიციალური სანქციები კი არა, არაოფიციალური სანქციები იყო და თუ მას ის ენატრება, ჩვენ შეგვიძლია ის დავაბრუნოთ, სადაც სანქციებია,-აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

ნიუპოსტი