ელისო კილაძე – “ეკა ბესელია, სოფიო კილაძე, ვანო ზარდიაშვილი სააპელაციოზე ზეწოლას ახდენენ” – დავით ხარშილაძის საქმეზე დღეს სასამართლო გაიმართება

დავით ხარშილაძის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში დღეს დასკვნითი სხდომა გაიმართება. მოსალოდნელია, მოსამართლის მიერ განაჩენის გამოცხადება.

გაზეთ „ქრონიკა +“-ის მთავარი რედაქტორის განცხადებით, კოლეგიის წევრ მოსამართლეებზე სახელისუფლებო გუნდის წევრების მხრიდან ზეწოლა მიმდინარეობდა თუმცა, ელისო კილაძე იმედოვნებს, რომ საქალაქო სასამართლოს გამამართლებელ განაჩენს სააპელაციო სასამართლო ძალაში დატოვებს.

დავით ხარშილაძეს გამოძიება ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ედავება.

– სააპელაციო სასამართლოს კოლეგიაზე მიმდინარეობდა ზეწოლა და დავასახელე კონკრეტული გვარები ეკა ბესელია, სოფიო კილაძე, ვანო ზარდიაშვილი.

ჩვენ დავინახავთ რამდენად არ განხორციელდა ეს პოლიტიკური ზეწოლა სასამართლოზე, იმიტომ რომ საქმეს არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს,- აცხადებს ელისო კილაძე.

რუსთავი 2

გაზიარება:

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018