ემანუელ მაკრონი რუსეთთან მკაცრი პოლიტიკის გატარების მომხრეა

ემანუელ მაკრონი რუსეთთან მკაცრი პოლიტიკის გატარების მომხრეატელეკომპანია “FOX NEWS” ინტერვიუში, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ აუცილებელია რუსეთთან მკაცრი პოლიტიკის გატარება.

მაკრონის აზრით, დასავლეთის ლიდერებმა ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობისას სიმტკიცე უნდა გამოავლინონ. მისი აზრით, რუსეთის პრეზიდენტს, დასავლურ დემოკრატიაში ჩარევის აკვიატებული აზრი აქვს და ნებისმიერი ქვეყნის სისუსტეს საკუთარი ინტერესების გასატარებლად გამოიყენებს. რუსეთს მიაჩნია, რომ სხვადასხვა ქვეყნებში დემოკრატიის დასუსტებით, კრემლი მეტ გავლენას მოიპოვებს.

მაკრონმა აღნიშნა, რომ პუტინი ძლიერი პრეზიდენტია.