ინიესტა სეზონის ბოლოს ბარსელონას დატოვებს

ინიესტა სეზონის ბოლოს ბარსელონას დატოვებსანდრეს ინიესტამ პრესკონფერენცია გამართა, სადაც გამოაცხადა რომ მომავალ სეზონში ის ბარსელონას ფეხბურთელი აღარ იქნება და ეს ოფიციალურია.

ინიესტამ თქვა რომ ბარსელონაში დაუვიწყარი პერიოდი ჰქონდა და ყოველთვის ბარსელონას გულშემატკივარი იქნება:

”ბარსელონას დავემშვიდობები, მაგრამ ჩემი გული აქ დარჩება. ყველა იმ ადამიანის მადლობელი ვარ, ვინც ამ წლების მანძილზე მეხმარებოდა. სადაც არ უნდა ვიყო, ბარსელონა ყოველთვის მეყვარება”–განაცხადა ანდრეს ინიესტამ.

ინიესტას თავისი მომავალი კლუბი არ დაუსახელებია, თუმცა თითქმის გადაწყვეტილია რომ ის კარიერას ჩინეთში გააგრძელებს. ბარსელონაში ინიესტამ 14 წელი გაატარა და 30ზე მეტი ტიტული მოიგო.