„ივანიშვილის შვილებს არ ვიცნობ“ – მამუკა ბახტაძე

„ივანიშვილის შვილებს არ ვიცნობ“ - მამუკა ბახტაძეფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის შვილებს არ იცნობს, – ამის შესახებ თავად მამუკა ბახტაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ ე.წ. ლაივის დროს განაცხადა. ამ ლაივის დროს ბახტაძემ მოქალაქეების კითხვებსაც უპასუხა.

შეგახსენებთ. დიდი ხანია მუსირებს მოსაზრება, რომ ბახტაძე ივანიშილის უფროსი შვილის, უტას მეგობარია.ამას წინათ კი, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბახტაძე ყოფილი პრემიერის სასიძოა. სააკაშვილის თქმითვე, ბახტაძეს პრემიერადაც ამზადებენ