კალაძე – ბელიაშვილის ქუჩაზე ამხანაგური მატჩის მონაწილეებს აშანტაჟებენ

კალაძე - ბელიაშვილის ქუჩაზე ამხანაგური მატჩის მონაწილეებს აშანტაჟებენმიუხედავად იმისა, რომ გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები ურეკავენ ფეხბურთელებს, აშანტაჟებენ, რომ არ მიიღონ მონაწილეობა ამ შეხვედრაში, ეს თამაში შედგება, ფეხბურთელები ითამაშებენ.

ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

– სამართლებრივი მხარე რაც არის, ის, რა თქმა უნდა, გაგრძელდება და გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა მოხდა და ვინ იყო დამნაშავე… მაგრამ, სამოქალაქო ინიციატივას ვერავინ და ვერაფერი შეუშლის ხელს და ვერ შეაჩერებს, რაც უნდა იზრუნონ იმ ადამიანებმა, ვინც ეწინააღმდეგება ქვეყნის განვითარებას, სარწმუნოებას, მამულს, ენას – ვერაფერი ამ ყველაფერს ვერ შეაჩერებს, – ამბობს კალაძემ.

8 აპრილს, სოციალურ ქსელში ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე სტადიონზე ქართველი და ნიგერიელი სტუდენტების ჩხუბის ამსახველი ვიდეო გავრცელდა. ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

თბილისის მერი ინციდენტს გამოეხმაურა და მხარეებს შორის ამხანაგური მატჩის ინიციატივით გამოვიდა.

ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ამხანაგური მატჩი 14 აპრილს გაიმართება და კახა კალაძე ითამაშებს.

იმედინიუსი