ხაშურის და მცხეთის ავტობუსის გაჩერებები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები გახდნენ

ხაშურის და მცხეთის ავტობუსის გაჩერებები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები გახდნენხაშურსა და მცხეთაში მდებარე ავტობუსის გაჩერებებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ამის შესახებ ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა გამოსცა.

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფ. ტეზერში და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქანდაში მდებარე ავტობუსის გაჩერებები XX საუკუნის 70-იანი წლების საბჭოთა მოდერნიზმის ნიმუშია.

ნიუპოსტი