ხატია სიჭინავა – “არასდროს მიყვარდა ჩემი დაბადების დღე”

ხატია სიჭინავა - "არასდროს მიყვარდა ჩემი დაბადების დღე"ბოლო პერიოდში ხატია სიჭინავა სოცილაურ ქსელში თითქმის არ ჩანს. როგორც ჩანს, უარყოფითი ინფორმაციისგან დასვენება უნდა და ამითაა გამოწვეული მისი პასიურობა.
ხატია 3 აპრილს 38 წლის გახდა. სამსახურში მისულს, თანამშრომლებმა სიურპრიზად სადღესასწაულოდ მორთული სალონი დაახვედრეს. საპასუხოდ, ხატიამ ემოციური პოსტი დაწერა:

„ძალიან ემოციური და მგრძნობიარე გავხდი… ადრე თუ სიხარულისგან ზედმეტად აქტიური ვხდებოდი ჩემს დაბდღეზე, ახლა დავსევდიანდი… ყველას სურვილი და სიყვარული სხვანაირად მომხვდა გულზე… თითქმის ცრემლებად დავიღვარე… მივხვდი, რომ შინაგანი სამყარო შემეცვალა… გაძლიერებულად აღვიქვამ ყველას სიყვარულს და გული მიჩუყდება… საოცარი შეგრძნებაა,

როცა 38-ის ხდები და ადამიანების სიტყვებში, თვალებში, საქციელში სიყვარულს გრძნობ… ყველაზე დიდი მუხტი და სასიცოცხლო მნიშვნელობის ენდორფინები, სწორედ სიყვარულშია. და არა აქვს მნიშვნელობა, შენ იცნობ ყველას თუ არ იცნობ… როცა აცნობიერებ, რომ ადამიანებმა დრო გამოყვეს იმისთვის, რომ მოგილოცონ, იფიქრეს იმაზე, რა გაგიხარდებოდა, მინდორში მოწყვიტეს ყვავილი თუ შოკოლადი გაჩუქეს… ხვდები, რომ ვიღაცისთვის მნიშვნელოვანი ხარ… რომ ცხოვრება მშვენიერია… და სანამ ეს ადამიანები იქნებიან შენს გარშემო, ყოველთვის სრულყოფილად იგრძნობ თავს

არასდროს მიყვარდა ჩემი დაბადების დღე… ბავშვობაში ალბათ იმიტომ,
რომ ფერადი და მხიარული არ იყო, როგორც წარმომედგინა, ისეთი. დიდობაში ალბათ ბავშვობის მოგონებები მიშლიდნენ ხელს… არც ახლა მიყვარს, რომ არ მოგატყუოთ, მაგრამ უყვართ ჩემს შვილებს, ქმარს, მეგობრებს, ნაცნობებს და უცნობებს… მე კი თქვენ მიყვარხართ ყველა.
უღრმესი მადლობა.

მადლობა რომ ვერ დაიტევს, იმხელა მადლობა ყველას“.
თეკლა ჟვანია, მშობლები