კიელინიმ სერხიო რამოსი შეაქო

კიელინიმ სერხიო რამოსი შეაქოიუვენტუსის ცენტრალურმა მცველმა ჯორჯო კიელინიმ სერხიო რამოსზე ისაუბრა და თქვა რომ რამოსი მსოფლიოში საუკეთესო მცველია. კიელინის აზრით რამოსის გარეშე რეალი ვერ შეძლებდა ბევრი ტიტულის მოგებას:

”როდესაც რამოსის თამაშს ვუყურებ სიამოვნებას ვიღებ. ის ძალიან ძლიერი ფეხბურთელია და რეალის წარმატებები დიდწილად მისი დამსახურებაა. რეალის წინააღმდეგ გაგვიჭირდება, მაგრამ მჯერა რომ მათ დავამარცხებთ”–განაცხადა ჯორჯო კიელინიმ.

იუვენტუსის და რეალის პირველი დაპირისპირება 3 აპრილს, ტურინში გაიმართება.