„კოდუას უმადლოდეთ, ივანიშვილი რომ ცოცხალია… ივანიშვილმა მშვენივრად იცოდა და პატარკაციშვილის ლამის დახვრეტას მოითხოვდა“ – ნიკა გვარამია

„კოდუას უმადლოდეთ, ივანიშვილი რომ ცოცხალია... ივანიშვილმა მშვენივრად იცოდა და პატარკაციშვილის ლამის დახვრეტას მოითხოვდა“ - ნიკა გვარამიამთავარმა პროკურატურამ 2007 წლის 7 ნოემბერს, სამაუწყებლო კომპანია “იმედში” უკანონოდ შეჭრის და ტელეკომპანიის დარბევის ფაქტზე შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) ყოფილი დირექტორი ერეკლე კოდუა სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ბრალდებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
აღნიშნულ ფაქტს “რუსთავი 2”- ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ეხმაურება.
გვარამია აღნიშნავს, რომ ერეკლე კოდუამ ქვეყანას სახელმწიფო გადატრიალება აარიდა.

“ერეკლე კოდუამ ქვეყანას სახელმწიფო გადატრიალება აარიდა. აი ასე, მარტო მტრის ბუნაგში შევიდა და უტყუარი მტკიცებულებები გამოიტანა. სიცოცხლის რისკის ფასად. არ იზამდა და იქნებოდა დღეს ბადროკრატია საქართველოში. და გამოიცანით პირველივე ხეზე ვის ჩამოახრჩობდა პატარკაციშვილი – ბიძინა ივანიშვილს! და ეს მშვენივრად იცოდა ივანიშვილმა და ყოველდღიურ რეჟიმში მოითხოვდა ბადრის ლამის დახვრეტას და იმედის მიწასთან მოსწორებას (იმედია, არ იკითხავთ, მე საიდან ვიცი). ასე რომ, კოდუას უნდა უმადლოდეს ბიძინა