ლეილა აბაშიძე საბურთალოს პანთეონში დაკრძალეს

ლეილა აბაშიძე საბურთალოს პანთეონში დაკრძალესქართული კინოს ვარსკვლავი ლეილა აბაშიძე საბურთალოს პანთეონში დაკრძალეს. მსახიობის ანდერძის მიხედვით ის დედის გვერდით დაიკრძალა.

მანამდე მსახიობი ქაშვეთის ეკლესიიდან ტაშით გააცილეს.

ლეილა აბაშიძე 1929 წლის პირველ აგვისტოს დაიბადა. 1951 წელს დაამთავრა თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. სამსახიობო მოღვაწეობის განმავლობაში მან 30-მდე დასამახსოვრებელი კინოროლი შექმნა. ის თავისი ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქართველ მსახიობ ქალად მიიჩნეოდა.

პირველად ეკრანზე 1941 წელს გამოჩნდა ფილმში „ქაჯანა“, რომელშიც კატოს როლს ასრულებდა და პარტნიორობას უწევდა ნატო ვაჩნაძეს. იმ დროს მომავალი კინოვარსკვლავი რვა წლის იყო. მალევე ითამაშა ფილმებში „ოქროს ბილიკი“ (1945) და „აკაკის აკვანი“ (1947).

მსახიობს საყოველთაო აღიარება მოუტანა კომედიური ხასიათის როლებმა ფილმებში „ჭრიჭინა“ (მარინე, 1954) და „აბეზარა“ (ლია, 1957).

1966 წელს ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის სიკო დოლიძის ფილმში „შეხვედრა წარსულთან“ ლენინგრადის საკავშირო კინოფესტივალის პირველი პრემია მიიღო.

ლეილა აბაშიძემ კონსტანტინე პიპინაშვილთან ერთად დაწერა სცენარი „მოლოდინი“ რომელიც შოთა და ნოდარ მანაგაძეებთან ერთად გადაიღო (1970). არის ასევე მხატვრული ფილმის „კოშკები სდუმან“ (1978) სცენარის ავტორი, მხატვრული ფილმის „თბილისი, პარიზი, თბილისი“ სცენარის ავტორი და რეჟისორი.

იმედინიუსი