ლიკა ბაქრაძე – “სისულელეა. რომ ვეფხიამ ნათელა გობაძე ჯაჭვით დააბა და რომ მამაჩემი შვილებზე ძალადობდა”

ლიკა ბაქრაძე - "სისულელეა. რომ ვეფხიამ ნათელა გობაძე ჯაჭვით დააბა და რომ მამაჩემი შვილებზე ძალადობდა"ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძის შვილები გარდაცვლილი თაკო გამრეკელაშვილის დედის განცხადებებს უარყოფენ. როგორც „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ლიკა ბაქრაძემ განაცხადა, ნათელა გობაძე იტყუება, როდესაც ამბობს, რომ მასზე ვეფხია ბაქრაძე ძალადობდა. მისივე თქმით, ნათელა გობაძე მსგავსი განცხადებებით თავის გამართლებას ცდილობს.

– სრული აბსურდია ის, რომ მამაჩემი შვილებზე ძალადობდა. ასევე ტყუილია ნათიას განცხადება, ვითომ შეწყალება იმიტომ დაწერა, რომ მე მეხმარებოდა, როდესაც უკვე დახმარება მქონდა. არავინ აშინებდა, სისულელეა, ვითომ ორი კვირა ჯაჭვით დააბა.
მუდმივად თუ ემუქრებოდა მამაჩემი, რატომ მოუწერა ხელი?! მობილური იძულებით აჩუქა?! სამსახურში მანქანით რომ მიჰყავდა, იძულებით უჯდებოდა?! მამაჩემი იხდიდა ქირის ფულს ბარნოვის ქუჩაზე და ესეც იძულებით იყო?! ის იმართლებს თავს, მაგრამ რეალურად ჩვენი ცხოვრების დანგრევაში ორივე დამნაშავეა, მამაჩემმაც და ნათიამაც თავი უნდა მოიკლან, – განაცხადა ლიკა ბაქრაძემ.
13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.

გამოძიება 11 პრიმა 109–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ინტერპრესნიუსი